გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურება „გახარია – საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის წევრებზე თავდასხმის შესახებ და ვიდეომასალას ავრცელებს

“ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურება „გახარია – საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის წევრებზე თავდასხმის შესახებ და ვიდეომასალას ავრცელებს.
როგორც ჩაკვეტაძე წერს, ვრცელდება „დაჩეხილი ვიდეოები“, რომელსაც გახარიას პარტიას „ნაცების ტელევიზიები“ უვრცელებენ.
„რა მოხდა სინამდვილეში და რა დამალეს გახარიელებმა თავიანთ ვიდეოში, რომელსაც ნაცების ტელევიზიები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავრცელებენ. მოღალატე გახარიას რომ ჰკითხო, „ნაცებთან“ საერთოდ არ აქვს შეხება. დაჩეხილ ვიდეოებს ისინი უვრცელებენ და რეკლამას უკანონოდ ისინი უშვებენ თავიანთ ტელევიზიებში”, – წერს ჩაკვეტაძე.
შეგახსენებთ, პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ინფორმაციით, თბილისში პარტიის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ. ბუჩუკურის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა