კახა კალაძე – მოწოდებები ადრეც იყო, არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი: კაბინეტებში იყო ხელის გადაგრეხის მცდელობები კიდევ უფრო მძიმე საკითხებზეც – რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს

გავა ცოტა დრო და გამოიკვეთება, როგორც წინა რეზოლუციების შემთხვევაში, რომ ამაში ფული იყო გადახდილი , – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ მედიასთან განაცხადა.
კალაძის თქმით, ევროპარლამენტში არიან კონკრეტული დეპუტატები, რომლებიც მსგავსი რეზოლუციებისთვის ხელის მოწერის სანაცვლოდ ფულს იღებენ.
„მოწოდებები ადრეც იყო, არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი, რომ კაბინეტებში ამ და სხვა საკითხებზე იყო ხელის გადაგრეხის მცდელობები. კიდევ უფრო მძიმე საკითხებზეც, რომლებიც, სამწუხაროდ არ იყო გაჟღერებული. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამასაც გააჟღერებენ და იტყვიან რა მოწოდებები იყო და საითკენ მიჰყავდათ ჩვენი ქვეყანა, რომ არა საქართველოს მთავრობა, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა.
რაც შეეხება რეზოლუციას, არანაირი ფასი არ აქვს. გავა ცოტა დრო და გამოიკვეთება,როგორც წინა რეზოლუციების შემთხვევაში, რომ ამაში იყო ფული გადახდილი. კონკრეტული დეპუტატები იღებენ ფულს იმაში,რომ ამ სიბინძურეებს მოაწერონ ხელი“,- განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, საქართველო არ შეუერთდება ორმხრივ სანქციებს, რადგან მისი თქმით, ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას.
„ჩვენ არ შევუერთდებით სანქციებს იმიტომ, რომ სანქციებზე მიერთება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, საქართველოს გაღატაკებას, ეს ვისზე აისახება? – რიგითი ადამიანების ოჯახებზე, ჯიბეებზე . ერთის მხრივ, სურვილი იყო რომ ქვეყანა ეკონომიკურად დაზიანებულიყო, რადგან შემდეგ ხალხს უფლება ექნებოდა დღევანდელი ხელისუფლებისთვის პასუხი მოეთხოვათ. ჩვენ რატომ აგვირჩია ხალხმა და რატომ ვართ ამდენი ხანი ხელისუფლებაში? ხალხმა მოგვცა მანდატი და ამავე დროს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა ვატაროთ სწორ გზაზე,რომ არ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებებს , რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად, ჩვენ არ მივუერთდებით სანქციებს , რადგან ეს აზიანებს ქვეყანას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა