ვაკესა და დიდუბეში გაყიდული ბინების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა – რომელ უბანშია მ²-ის ფასი ყველაზე მაღალი?

2024 წლის აგვისტოში თბილისში 244.9 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 4.8%-იანი და თვიურად 9.4%-იანი კლებაა და ტრანზაქციების შემცირებული რაოდენობის შედეგია. ინფორმაციას Galt&Taggart-ი უძრავის ქონების მიმოხილვაში აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯამურად 2024 წლის პირველ 8 თვეში 1,953.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა (+1.0% წ/წ).
რაც შეეხება გაყიდული ბინების რაოდენობას უბნების მიხედვით, აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორში გაიყიდა, თუმცა გაყიდვების წლიური ზრდა ყველაზე მაღალი ვაკესა (51%) და დიდუბეში (46%) დაფიქსირდა.
თბილისის უბნების მიხედვით ტრადიციულად განსხვავებულია ბინების ფასებიც. ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდასა და ვაკეში ღირს, ყველაზე იაფი კი ვაშლიჯვარსა და დიდ დიღომში.