ღარიბაშვილი რეზოლუციაზე: თავხედური ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მე ამას საქართველოს შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას დავარქმევდი. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ისეთი პირდაპირი, უხეში და თავხედური ჩარევა ხდება, როგორც ჩვენი ქვეყნის საარჩევნო პროცესებში, და ჩვენს ხალხსა და ამომრჩევლებზე მანიპულაცია და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა”, – თქვა ღარიბაშვილმა.