მარია ზახაროვა: ჰეზბოლა კვლავ ორგანიზებულია.. ისრაელი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს

9 ოქტომბერს, ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ ჰეზბოლა [-სა და დასავლეთის მიერ აღიარებული ტერორისტული დაჯგუფება] კვლავ ორგანიზებულია და მიუხედავად ს თავდასხმებისა სარდლობის ჯაჭვი არ დაუკარგავს. რუსეთი განმარტავს, რომ ისრაელი, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს.

“ჩვენი შეფასების მიხედვით, ჰეზბოლას, მათ შორის [მის] სამხედრო ფრთას, არ დაუკარგავს სარდლობის ჯაჭვი და ორგანიზებულობას აჩვენებს”, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი .

მისი თქმით, დასავლეთი, კონკრეტულად აშშ და გაერთიანებული სამეფო, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივებას ცდილობენ და ისრაელის მხარდაჭერით ისინი ფარისევლობას გამოხატავენ.

იგი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივებას დასავლეთი ცდილობს, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო, ხოლო ისრაელის მხარდაჭერით ისინი ფარისევლობას გამოხატავენ.

ამასთან, რუსეთის კრიტიკა ისრაელის მხრიდან სირიაში მიტანილ იერიშსაც შეეხო.

“კიდევ ერთხელ, ისრაელმა უხეშად დაარღვია სირიის სუვერენიტეტი დამასკოს მჭიდროდ დასახლებულ არეალში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე საკარეტო იერიშის მიტანით”, — აცხადებს ზახაროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის