12 ოქტომბერს დაგეგმილი „რამშტაინის“ შეხვედრა გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე მდებარე საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2024 წლის 12 ოქტომბრის ღონისძიება გადაიდო. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრების შესახებ განცხადებები მალე გაკეთდება“, – განაცხადეს „რამშტაინის“ ბაზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისში.
შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „მილტონის“ სიმძიმის გათვალისწინებით გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილი ვიზიტები გადადო. მოგვიანებით, გერმანიაში ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც გააუქმა.
