პარტიაში აცხადებენ, რომ თბილისში, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს თავს დაესხნენ

თბილისში, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრებს თავს დაესხნენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, რამდენიმე წუთის, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ.
ბუჩუკურის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.
როგორც ბუჩუკური აცხადებს, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. ასევე, ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟი.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის