ევროპარლამენტის რეზოლუციას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას

ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მფარველი ლობისტები, მათი დახმარებით ამზადებენ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რომელიც არის მორიგი დემონსტრირება ქვეყნის შიდა საქმეეებში თავხედური ჩარევისა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტმა ორი წლის წინაც მიიღო ანალოგიური შინაარსის, სამარცხვინო რეზოლუცია.
„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არ არის პირველი რეზოლუცია და ალბათ არ იქნება ბოლო, ჩვენ ბევრი ასეთი უსამართლო რეზოლუციის პროექტი თუ თავად რეზოლუცია გვინახავს. გახსოვთ, ორი წლის წინ, როცა ჩვენს ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, სწორედ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი-ორი კვირით ადრე მიიღეს ანალოგიური შინაარსიის უსამართლო, მე ვიტყოდი, სამარცხვინო რეზოლუცია, სადაც იყო დაახლოებით ანალოგიური შინაარსის მესიჯები, რომ დაასანქცირეთ ბატონი ივანიშვილი, გამოუშვით სააკაშვილი, კეზერაშვილი მოხსენიებული იყო, როგორც მედიის მენეჯერად და არ მისცეთ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ეს რეზოლუცია იყო ორი წლის წინ, ხალხს რომ გავახსენო. ახლა, სწორედ ორი კვირით ადრე, ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მფარველი ლობისტები, მათი დახმარებით ამზადებენ ანალოგიური შინაარსის, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რომელიც, რა თქმა უნდა, არის მორიგი დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეეებში თავხედური ჩარევისა. ამას დავარქმევდი თავხედურ ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ