ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი – ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია

ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია , – ასე აფასებს ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი ბარბარა რვოძი საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას.
მისი შეფასებით, მოგზაურთა რაოდენობის მიხედვით საქართველოში ინდუსტრია და ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან კარგად მუშაობს ამ ქვეყანაში.
„მსოფლიო ტურიზმის დღე ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. საქართველო ძალიან მშვიდობიანი ქვეყანაა და წლის თემატიკაც ტურიზმი და მშვიდობაა. ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია. ყველაფერი, რასაც საქართველოში ვნახულობ, ჩემს სახლს მახსენებს. ჩვენი ურთიერთობა იზრდება, ჩვენი საერთო ინტერესის მეშვეობით გასტრონომიასა და ტურიზმში. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია. თუ დავაკვირდებით ციფრებს, მოგზაურთა რაოდენობა თითქმის 8-10 მილიონს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია და ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან კარგად მუშაობს ამ ქვეყანაში“, – აცხადებს ბარბარა რვოძი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.
„მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს