2022-2023 წლებში სკოლებში სწავლა 15 000-მდე მოსწავლემ შეწყვიტა

2022-2023 წლებში საქართველოს სკოლებში 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. მათგან 8502 ბიჭია და 6409 გოგო. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში, ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა მეათე კლასში დატოვა.
2022-2023 წლების ეს მონაცემი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს, რომელიც 2013 წლიდან აღირიცხება.
ყველაზე მცირე რაოდენობის, 7050 მოსწავლეს სკოლა დატოვებული აქვს 2020-2021, ანუ კოვიდპანდემიის წლებში.