ლევან სანიკიძე – მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება მასთან კონფიდენციალურობის დაცვით შესაბამისი დოკუმენტაცია შეეტანა, რაც არის როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება მასთან კონფიდენციალურობის დაცვით შესაბამისი დოკუმენტაცია შეეტანა, რაც არის როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვასა და რეზოლუციას.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ს დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება მასთან შეეტანა კონფიდენციალურობის დაცვით შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც არის როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ასევე მინდა შევეხო ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვასა და რეზოლუციას. იქამდე ევროპის სახალხო პარტიამ, რომლის წევრიც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” 2007 წლიდან არის, საკუთარ რეზოლუციაში უკვე ასახა ორი მნიშვნელოვანი ჩანაწერი, ერთი შეეხება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ს ჩატარების აუცილებლობას, მათ შორის იმ კრიტიკულ გზავნილებს, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს და მეორე, რომელიც მოიაზრებდა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ უპირობო გათავისუფლებას. ჩვენ როგორც ვიცით დღევანდელი რეზოლუციის ტექსტში ასახულია ეს საკითხები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოთხოვნა, ცივილიზებულ სამყაროში ეს კითხვა აღარ არსებობს და მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება საქართველო და დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარებას, გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილიც. ასევე, რეზოლუციის ტექსტში ასახულია ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე. მე მინდა ჩვენს ხალხს კარგად ესმოდეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არსებობს მუდმივი მზაობა ქართველი ხალხის მხარდამჭერის. ეს არის “ქართული ოცნების” მიმართ კიდევ ერთი გაფრთხილება, რომელზეც ცალკე ჩანაწერი იქნება იმ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან მიმართებაში, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად სწრაფი ნაბიჯებით გადაიდგა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ლევან სანიკიძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე