ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო „მთავარს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ ოქმი შეუდგინეს

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელეარხს („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), რომელმაც უარი თქვა, ეთერში გაეშვა ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. საბოლოო გადაწყვეტილებას დაჯარიმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იღებს.
ტელეარხის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მმართველი პარტიის რეკლამა ომის პროპაგანდას შეიცავს, ამომრჩეველში შიშს თესავს და ასე ცდილობდა მათი მხარდაჭერის მოპოვებას.
რამდენიმე დღეა ქუჩებში გამოჩნდა მმართველი პარტიის საარჩევნო პლაკატები, რომლის მარცხენა მხარეს უკრაინის დაბომბილი ქალაქებია, მეორე მხარეს კი ფოტოები საქართველოდან ომისა და მშვიდობის საჩვენებლად. იმავე შინაარსის ვიდეორეკლამები მმართველმა პარტიამ ტელევიზიებშიც მიიტანა.
„მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ ამბობენ, რომ ეს რეკლამა ამორალური და არაეთიკურია და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ მისი გაშვებით კანონს დაარღვევენ.
რამდენიმე კვირის წინ კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „TV პირველს“, „მთავარსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, რადგან მათ ეთერიდან ამოიღეს „ოცნების“ საარჩევნო კლიპი. კლიპში ჩანდნენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმოდა მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე