,,რა მონანიება… ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე” – რას ჰყვება 12 წლის მოზარდის პოლიტიკოსი მამა?

მოზარდის ცემაში ბრალდებული ქორეოგრაფის ინტერვიუს შემდეგ ,,ამბები.ჯი” მო­ზარ­დის მამის გოჩა მე­ლა­ძის ინტრვიუს აქვეყნებს, ის ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბის დროს ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი იყო. ახლა კი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­ად­გენს.
– ერთი თვეა, ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ეს ფაქ­ტი 10 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. იმ დღეს, მე­უღ­ლის თხოვ­ნით, ცეკ­ვი­დან ბავ­შვის გა­მო­საყ­ვა­ნად ოჯა­ხის რძა­ლი მი­ვი­და. ჩემი შვი­ლი გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და ნამ­ტი­რა­ლე­ვი დახ­ვდა. რძალ­მა ჩემს მე­უღ­ლეს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ბიჭი პე­და­გოგ­მა სცე­მა. მე­უღ­ლემ სთხო­ვა, არ წა­სუ­ლი­ყო, მეც მო­ვალ და გა­ვარ­კვევ, რა­ში­აო საქ­მე. მე­რაბ დო­ლი­ძე ჩემს რძალს ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად ესა­უბ­რა, 15 წუთ­ში, რო­დე­საც მე­უღ­ლე მი­ვი­და, ეს კაცი წა­სუ­ლი დახ­ვდა.
– თქვენ რო­გორ გა­ი­გეთ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ?
– რო­დე­საც და­მი­რე­კეს, სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. ადრე ჰქონ­და ამ კაცს ბავ­შვებ­თან თავ­ში წა­მორ­ტყმის ფაქ­ტე­ბი. ჩემი დის შვი­ლიც იქ სწავ­ლობს. მი­ვე­დი, გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არას­წო­რი იყო ასე­თი საქ­ცი­ე­ლი. მშვი­დო­ბი­ა­ნად დავ­შორ­დით. ამი­ტომ ოჯახს ვუ­თხა­რი, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი აზ­ვი­ა­დებს, მე მი­ვალ და ვნა­ხავ-მეთ­ქი.
მე­უღ­ლემ და ჩემ­მა დამ მე­ო­რე დღეს გა­და­წყვი­ტეს თა­ვად მი­სუ­ლიყ­ვნენ. დარ­ბა­ზის კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნეს, რე­პე­ტი­ცია ჰქონ­და. მე­უღ­ლემ აუხ­სნა, რომ ბავ­შვის დედა იყო და აინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ სცე­მა მისი შვი­ლი. პე­და­გო­გი მა­შინ­ვე შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვი­და, იქამ­დეც მი­ვი­და საქ­მე, რომ ჩემი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა. მე­უღ­ლემ მი­თხრა, შუ­ა­ში ჩავ­დე­ქიო, ტე­ლე­ფონს ხე­ლი­დან მარ­თმევ­და, არ დამ­ღუ­პოო.
მე რომ და­მი­რე­კეს, უკვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყ­ვნენ. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, ამო­ი­ღეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ ჩვენ­თვის არ მო­უ­ცი­ათ. ბავ­შვის ექ­სპერ­ტი­ზა ექ­ვსი დღის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ პა­ტიმ­რო­ბას ვი­თხოვ­დი და ქო­რე­ოგ­რა­ფი უმ­კაც­რე­სად უნდა დას­ჯი­ლი­ყო. წლე­ბია, რაც სხვე­ბის ოჯა­ხებს ვი­ცავ და გა­მო­დის, ჩემი ოჯა­ხი ვერ და­მიც­ვია-თქო. ეს უნდა იყოს სა­მა­გა­ლი­თო და უნდა და­ი­სა­ჯოს კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს სხვა პრო­კუ­რო­რი მო­ვი­და, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლოს 5 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი მი­მარ­თა. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვილ­მა 2 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვა ეს სა­მარ­ცხვი­ნო არ­სე­ბა გა­რეთ. მე­რაბ დო­ლი­ძემ შემ­დეგ აიყ­ვა­ნა ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­მაც ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს აქეთ უჩივ­ლა. რის მო­ნა­ნი­ე­ბა, სა­პა­სუ­ხო სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა.
– ის ასე­ვე ამ­ბობს, რომ დედა ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი და ნერ­ვე­ბი ვერ მო­თო­კა, ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ კონ­ფლიქ­ტამ­დე თქვე­ნი შვი­ლი სხვა ბავ­შვს სცემ­და?
– ნამ­დვი­ლად გი­დას­ტუ­რებთ, რომ ბავ­შვებს შო­რის რა­ღაც მოხ­და. ის ბავ­შვი დიდი ხნის მო­ცეკ­ვა­ვე იყო, ჩემი შვი­ლი ახა­ლი მი­სუ­ლია. შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რომ ჩემი შვი­ლი რა­ღაც ილეთს ვერ აკე­თებ­და და ბავ­შვებ­მა იჩხუ­ბეს. ეს იყო რი­გი­თი ბავ­შვე­ბის ქიშ­პო­ბა. ჩემი ოჯა­ხი მი­ვი­და იმ ბავ­შვის მშობ­ლებ­თან და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამ დროს, ამ კაც­მა იმის მშობ­ლებს შე­უთ­ვა­ლა, ხომ ნა­ხეთ, თქვე­ნი შვი­ლის გამო რა და­მე­მარ­თა და ახლა თქვენც იმოქ­მე­დე­თო.
– რას ამ­ბო­ბენ სხვა მშობ­ლე­ბი, იქამ­დეც ძა­ლა­დობ­და პე­და­გო­გი ბავ­შვებ­ზე?
– დიახ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ ძა­ლა­დობ­და. იყო თავ­ში წა­მორ­ტყმე­ბი, პულ­ტის დარ­ტყმე­ბი. პი­რად სა­უბ­რებ­ში ყვე­ლა ადას­ტუ­რებს, ყვე­ლა ელო­დე­ბა, რომ და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლა და გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თვა არ სურთ. მეტ­საც გე­ტყვით, ჩემს დას უთხრა მე­რაბ­მა, რომ დარ­ბაზ­ში ფან­ჯრის რა­ფას­თან მყავ­და და იქ კა­მე­რე­ბი ვერ ხე­დავს და ფე­ხებ­საც ვერ მომ­ჭამ­თო. მეს­მის ფაქ­ტია, ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს ვთხოვ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას.
– ვი­დეო რო­გორ გახ­და სა­ჯა­რო?
– მე მი­ვი­ტა­ნე “ბა­თუ­მე­ლებ­ში”. ვუ­თხა­რი, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია ამ ფაქტს ისე არ დავ­ტო­ვებ-თქო და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, მშობ­ლებს, ქა­ლაქს ვთხოვ დახ­მა­რე­ბას, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ვალ და იქ გავ­მარ­თავ ბრი­ფინგს. სამი შვი­ლი მყავს და მხო­ლოდ 7 წა­მი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი ვნა­ხე და ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ყუ­რე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე