ევა გოცირიძე ეწინააღმდეგება „აგენტების კანონის“ კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით განხილვას

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმში მოსამართლე ევა გოცირიძე ერთადერთი მოსამართლეა, რომელსაც მიაჩნია, რომ „აგენტების კანონი“ კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით არ უნდა განიხილებოდეს. მისი განსხვავებული აზრი სასამართლოს ვებსაიტზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ევა გოცირიძის შესახებ
ევა გოცირიძე 10 წლის ვადით პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“, 2017 წელს აირჩია. არჩევამდე მას სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ორი ვადით 2007 წელსა და 2013 წელს მუშაობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად.
წლების წინ, 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს შორის ევა გოცირიძეც წარადგინა. მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისთვის, არამედ მაშინდელი პრეზიდენტის, სთვისაც.
ევროპულმა სასამართლომ მიწოდებული კანდიდატებიდან მოსამართლედ არავინ დაამტკიცა. მაშინდელი იუსტიციის მინისტრი, ამბობდა, რომ მოქალაქეებმა და ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის სახალხო დამცველმა იმუშავეს, რომ სია ქვეყანას უკან დაბრუნებოდა. რამდენიმე თვეში, 2017 წლის ნოემბერში გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა.
რას ნიშნავს კონსტიტუციის 78-ე მუხლი
კონსტიტუციის 78-ე მუხლით, კონსტიტუციური ორგანოები, რომელთა შორისაც არის პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტი და სხვები, ვალდებული არიან მიიღონ ყველა ზომა ევროპასთან და ევროატლანტიკურ კავშირებთან ინტეგრაციისთვის. პრეზიდენტი და პარლამენტის დეპუტატები საკონსტიტუციო სარჩელში ხსნიდნენ, რატომ ეწინააღმდეგება „აგენტების კანონი“ ქვეყნის ევროპულ მომავალს.
მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გასახსნელად ემზადებოდა, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც ევროინტეგრაციის ხელშემშლელ გარემოებად განიხილება. კანონის მიღების შემდეგ -მა და ევროკავშირმა საქართველოს დახმარების ნაწილი შეუჩერა.
ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციონერი დეპუტატების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელებია შესული. მათ მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო ორგანოს ვალდებულებაა, მიიღოს ყველა ზომა, რათა ხელი არ შეეშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას.
დღეს, 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა 4 ოქტომბერს მიღებული საოქმო ჩანაწერი, რომლითაც ნაწილობრივ მიიღეს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი. მოსამართლეებმა, ხმათა უმრავლესობით, მიიჩნიეს, რომ „აგენტების კანონი“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის, შესაბამისად, მის შეჩერებაზე უარი თქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს