“ერთხელ იცით, რა გააკეთა?” – კასანომ რონალდოზე ისტორია გაიხსენა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ BSMT-ის პოდკასტში “ალ ნასრის” ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.
ვეტერანი იტალიელის თქმით, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ საფეხბურთო შოუში მან პორტუგალიელი ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაასახელა, ამის შემდეგ კი კრიშტიანომ მას შეტყობინება გაუგზავნა.
“ერთ-ერთ საფეხბურთო შოუში კრიშტიანოს შესახებ ვსაუბრობდი და ის ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაავასახელე. ეს ჩემი პირადი აზრი იყო. ასევე ვთქვი, რომ მხოლოდ ერთი რონალდო არსებობდა და ეს “ფენომენო” იყო.
შოუს შემდეგ მობილური შევამოწმე და სმს-ი ესპანური
ნომრიდან იყო გამოგზავნილი. დიახ, ეს კრიშტიანო რონალდო გახლდათ.
რონალდომ მითხრა, რომ მას შეურაცხყოფა მივაყენე და მისი გოლების, საგოლე პასების რეკორდებისა და თასების სია გამომიგზავნა.
მიუხედავად ამისა, მე დღესაც ჩემს აზრზე ვრჩები”, – განაცხადა კასანომ.
კარგი, ძალიან მაგარი ფეხბურთელია რონალდუ, მაგრამ იოჰან კრუიფთან (კროიფთან) შედარება და მითუმეტეს წინ დაყენება მეტის-მეტია! კრუიფმა ახალი ფეხბურთი შექმნა! კრუიფი გენიოსი იყო!

ასევე დაგაინტერესებთ