„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრივის კლუბის „მგლები“ დარბაზი საქართველოს კრივის ფედერაციისა და სამგორის რაიონის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შეიქმნა და 200-ზე მეტ მოზარდზეა გათვლილი.
„დარბაზის გახსნაში ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო კრივში მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა, რომელიც კლუბის მხარდამჭერია. ინფორმაციისთვის, კლუბი „მგლები“ 16 წელია არსებობს და არაერთი წარმატებული სპორტსმენი, მათ შორის ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ჰყავს გაზრდილი.
ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და გამგებლის მოადგილე, იოსებ ბურდულაძე ესწრებოდნენ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ