ვიქტორ ორბანი – სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ

სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს ევროპისთვის, მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტეგრაციისთვის საკვანძო საკითხია. ევროკავშირის საკეთილდღეოდ განსაკუთრებული აქცენტი სერბეთზე უნდა გავაკეთოთ. სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ. სანამ სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, ბალკანეთი არასტაბილურ რეგიონად რჩება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს უკვე აკმაყოფილებს და დაბრკოლებები, რომლებიც რჩება პოლიტიკურია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას – მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდებული შენაძენით გაამდიდრა კულტურული მემკვიდრეობა