როგორ შეიძლება, 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ს შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესზე საუბრობენ, რეალობას მოწყვეტილები არიან, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ამგვარად უპასუხა მ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე.
„როგორ შეიძლება, 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია. სჯობს, რეალობაში დაბრუნდნენ და ყველაფერი აღიქვან, როგორც არის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის რეპლიკას იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობაც“ აცხადებდა, რომ უმრავლესობით იგებდა არჩევნებს, თბილისის მერის თქმით, ეს შედარება არასწორია, რადგან მაშინდელი მმართველი ძალა ბოროტმოქმედებით იყო დაკავებული.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ „ქართულ ოცნებას“? თქვენ კი გინდათ, რაღაცები შეადაროთ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. 2024 წელია, ქვეყანა განვითარდა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ქვეყანაში დემოკრატიაა, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. როგორ შეიძლება, შეადარო 2012 წლის „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“? რას შვრებოდნენ მაშინ? ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, ამას ვამბობ სრული გულწრფელობით და პასუხისმგებლობით; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფეხქვეშ ჰქონდათ გათელილი, სულში აფურთხებდნენ ადამიანებს; ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს; ციხეებში რას აკეთებდნენ… როგორ შეიძლება, შეადარო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ის ბოროტმოქმედები დღევანდელ ხელისუფლებას? ყველაზე მძიმე მოღალატეობრივი ქმედება – 2008 წელს შემოიყვანეს რუსული ჯარი და ჩააბარეს ტერიტორიები. ამ ყველაფერზე მათ მოუწევთ პასუხისგება. აუცილებლად უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, თუ რა მოხდა რეალურად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ქვეყნის სათავეში.
„ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს რეალური შესაძლებლობა, არათუ უმრავლესობით, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განწყობა და ამას აქვს ახსნა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის „ომის პარტია“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შენი ქვეყნის მოქალაქე რომ გამოდის და ამბობს, რომ მირჩევნია ჩემს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო, ეს დამოკიდებულება ნორმალურია? ეს არის „ომის პარტია“, რომელსაც სურვილი აქვს, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ამას საკუთარი ქვეყნის ინტერესი შესწიროს, გაანადგუროს, დაანგრიოს ქალაქები და სოფლები, მოსპოს ინფრასტრუქტურა, ცეცხლში გახვიოს ქვეყანა. ერთხელ ხომ გავიარეთ უკვე ეს ყველაფერი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას