ვასო ურუშაძე – ჩვენი ეკონომიკური პრობლემები ნავთობპროდუქტების ფასთანაა დაკავშირებული – ახსნას ივანიშვილმა, კობახიძემ, მდინარაძემ და სხვებმა, რატომ ღირს დიზელი და ბენზინი ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თვითღირებულებაა?

ჩვენი ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ არის დაკავშირებული ნავთობპროდუქტების ფასთან. აქედან გამომდინარე, ახსნას ივანიშვილმა, მისმა ხელისუფლებამ, ირაკლი მ, მდინარაძემ და სხვებმა, რატომ ღირს საქართველოში ნავთობპროდუქტები, დიზელი და ბენზინი ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მათი თვითღირებულებაა სინამდვილეში? – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, საწვავის ფასებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვასო ურუშაძის განცხადებით, ხელისუფლება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, არასწორი საგადასახადო პოლიტიკის და კორუფციული ინტერესების შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ნავთობპროდუქტს უძვირებს, რომელიც შემდეგ პირდაპირ სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს აძვირებს.
„საქართველოს მოქალაქეებს თვითღირებულებაზე ორჯერ უფრო მეტის გადახდა უწევთ ნავთობპროდუქტში, რაც გამოწვეულია ივანიშვილის ხელისუფლების კარტელური გარიგებების, მონოპოლიის და კორუფციული ინტერესებით. ფაქტია, საქართველოში შემოსული ნავთობპროდუქტის ერთი ლიტრი ბენზინის თვითღირებულება არის 1 ლარი და 58 თეთრი და ერთი ლიტრი დიზელის – 1 ლარი და 67 თეთრი.
ეს არის გადასახადების, დანამატების გარეშე და შემდეგ, სარეალიზაციო ფასს ვხედავთ – 3 ლარსა და 20 თეთრში. ეს არის რეალურად დამატებული აქციზი, დღგ, კომპანიების მოგება, კორუფციული ინტერესი ივანიშვილის ხელისუფლების და დამატებითი ის კარტელური გარიგებების და მონოპოლიის შედეგად გაზრდილი ფასები, რასაც ხელისუფლება თავის განცხადებებში ადასტურებს.
საქართველოს მოქალაქეს უწევს ორჯერ უფრო მეტის გადახდა ნავთობპროდუქტებში, რადგან ივანიშვილის ხელისუფლება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, არასწორი საგადასახადო პოლიტიკის და კორუფციული ინტერესების შედეგად უძვირებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ნავთობპროდუქტს. ის შემდეგ პირდაპირ აძვირებს სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს. იქნება ეს სურსათი, ტრანსპორტი, ტაქსით მომსახურების სერვისი, გადაზიდვა, დისტრიბუცია თუ სხვა. დღეს ჩვენი ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ არის დაკავშირებული ნავთობპროდუქტების ფასთან.
აქედან გამომდინარე, ახსნას ივანიშვილმა, მისმა ხელისუფლებამ, მ, მდინარაძემ და სხვებმა, რატომ ღირს საქართველოში ნავთობპროდუქტები, დიზელი და ბენზინი ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მათი თვითღირებულებაა სინამდვილეში. საქართველოს საზღვრებთან მოსული ნავთობპროდუქტების თვითღირებულება არ აღემატება ბენზინის შემთხვევაში, ლარს და 58 თეთრს, ხოლო დიზელის შემთხვევაში, ლარს და 67 თეთრს“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.