შალვა პაპუაშვილი – ადამიანის ნათქვამს, რომელიც ამბობს, რომ წამების სისტემის შემქმნელი ადამიანი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, რაიმე ფასი, ჩალაზე აღარაა საუბარი, შეიძლება მივანიჭოთ?

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედავს.
უფრო კონკრეტულად, კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ევროკავშირში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება, პაპუაშვილმა უპასუხა: „არ მგონია“.
ევროპარლამენტარებთან მიმართებით პაპუაშვილი ამბობს, რომ ვინც „წამების სისტემის შემქმნელი ადამიანის ციხიდან გათავისუფლებაზე“ საუბრობს, მან შეიძლება ყველაფერი თქვას.
„ადამიანის ნათქვამს, რომელიც ამბობს, რომ წამების სისტემის შემქმნელი ადამიანი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, რაიმე ფასი, ჩალაზე აღარაა საუბარი, შეიძლება მივანიჭოთ? იმ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, რა თქმა უნდა, იტყვიან ვიზალიბერალიზაციაზეც და შეიძლება ჯარის შემოყვანაზეც ისაუბროს ვიღაცამ, მათ ენას ამ მხრივ ძვალი არ აქვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში