ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონისა“ [ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] და რუსული პოლიტიკის გამო გაჩერებულია. მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება ს მსახური ხელისუფლება, შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებში საზოგადოებამ ხმა ევროპას, საქართველოს მომავალს, ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უნდა მისცეს.
„გუშინ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის ორგანოს – ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონისა“ [ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] და რუსული პოლიტიკის გამო გაჩერებულია. მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა.
საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო. ამასთან შეგუება დაუშვებელია. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, 17 დღეში გენიჭებათ ძალა უთხრათ არა მატყუარა, კორუმპირებულ, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და კი უთხრათ – ევროპას, საქართველოს მომავალს, ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
ჩვენ, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები – საქართველოს მე-4 პრეზიდენტი , „ლელო“, „ – ხალხისთვის“, ს „მოქალაქეები“ და „თავისუფლების მოედანი“ ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, რომ ქართველი ხალხის ნებით და დავალებით, 26 ოქტომბრის შემდეგ გადავდგათ ძლიერი და რეალური ნაბიჯები, იმისათვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და უსწრაფესად გავიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება მასთან კონფიდენციალურობის დაცვით შესაბამისი დოკუმენტაცია შეეტანა, რაც არის როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა