2023 წელს “მტკვარი ჰესის” ზარალი $15.9 მილიონი იყო

2023 წელს “მტკვარი ჰესმა” 15.9 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა, ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ჰესის მშენებლობა ჯერჯერობით დასრულებული არაა, შესაბამისად, ის შემოსავლებს არ გამოიმუშავებს. გასულ წელს კომპანიის ზარალი სწორედ ამ გარემოებით იყო განპირობებული. ანალოგიური მოცულობის $15.9-მილიონიანი ზარალი ჰქონდა ჰესის პროექტს 2022 წელსაც.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიას გააჩნია წლების განმავლობაში აკუმულირებული ზარალი 144 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო სესხები და სხვა ვალდებულებები 70.5 მილიონი დოლარია. თავად პროექტის განვითარების საინვესტიციო მოცულობა 236 მილიონ დოლარს შეადგენს.
2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდმა “მტკვარი ჰესის” პროექტი გაყიდა. ივლისში BMG-ისთვის მოწოდებულ პასუხში ფონდი აღნიშნავდა, რომ ჰესი ქართულ კომპანია “ჰიდროენერჯიუსზე” გაყიდეს. კითხვაზე – თუ რატომ მოხდა პროექტის გასხვისება, “თანაინვესტირების ფონდი” განმარტავდა, რომ ფონდის მიზანს პროექტების განვითარება და მათი შემდგომი გასხვისება წარმოადგენს.
“როგორც მოგეხსენებათ, ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილის გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. “მტკვარი ჰესის” პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია”, – 2024 წლის ივლისში აცხადებდნენ ფონდში.
“თანაინვესტირების ფონდის” პასუხის თანახმად, “ჰიდროენერჯიუსი” უზრუნველყოფს “მტკვარი ჰესის” დასრულების სამუშაოებს:

ასევე დაგაინტერესებთ