ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ გავანადგურეთ ჰასან ნასრალა, მისი შემცვლელი და შემცვლელის შემცვლელიც

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ დაადასტურა, რომ ისრაელმა გასული კვირის ხუთშაბათს ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ჰაშემ საფიედინის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელსაც, სავარაუდოდ, „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა.
„ისრაელმა შეამცირა ჰეზბოლას შესაძლებლობები : გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის თავად ნასრალა, ნასრალას შემცვლელი და მისი შემცვლელიც. დღეს ჰეზბოლა იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე მრავალი წლის განმავლობაში ყოფილა,” – აღნიშნა ს პრემიერმა.
ნეთანიაჰუს არ დაუსახელებია ჰასან ნასრალას არცერთი მემკვიდრის სახელი, რომელი, მისი თქმით, ისრაელმა გაანადგურა, თუმცა „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას მემკვიდრედ ჰაშემ საფიედინი განიხილებოდა.
ისრაელმა ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია 27 სექტემბერს ბეირუთზე ავიაიერიშის დროს განახორციელა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, 3 ოქტომბერს ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს მეთაური ჰაშემ საფიედინი დაიღუპა, რომელიც ჯგუფის პოლიტიკურ საქმეებს ზედამხედველობდა და ნასრალას მემკვიდრედ მოიაზრებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს