უნივერსიტეტები, რომელთა კურსდამთავრებულებიც ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ

წარმატებული ს დასაწყებად ახალგაზრდა ანტერპრენიორს მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს და მათ შორის უთუოდ ხვდება სწორი უნივერსიტეტის შერჩევაც. განათლების მაღალი დონე, ძლიერი რეპუტაცია და გავლენიანი კონტაქტები – ის უპირატესობებია, რომელთა მოცემაც უნივერსიტეტს შეუძლია.
სწორედ ამიტომ, გამოცემა PitchBook ყოველწლიურად იმ უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა კურსდამთავრებულები, საბაკალვრო თუ სამაგისტრო/სადოქტორო მიმართულებით, ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ. რეიტინგი სტარტაპების მიერ ბოლო ათწლეულში მოზიდული ვენჩურული კაპიტალის მიხედვით დგება.
შესაბამისად, რეიტინგში იმ კომპანიათა დამფუძნებლების მიხედვით დგება, რომლებმაც ვენჩურული დაფინანსება 2013 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აგვისტოს შუალედში მოიპოვეს.
10 უნივერსიტეტი, რომლის ბაკალავრებიც ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ:
· კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი – 1811
· სტენფორდის უნივერსიტეტი – 1547
· ჰარვარდის უნივერსიტეტი – 1352
· პენსილვანიის უნივერსიტეტი – 1197
· მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) – 1175
· კორნელის უნივერსიტეტი – 933
· თელ-ავივის უნივერსიტეტი – 893
· მიჩიგანის უნივერსიტეტი – 860
· ტეხასის უნივერსიტეტი – 842
· ილინოისის უნივერსიტეტი – 739
რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულებს, მათი რეიტინგი ასე ნაწილდება:
· სტენფორდის უნივერსიტეტი – 4214
· ჰარვარდის უნივერსიტეტი – 3716
· მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) – 2834
· კოლუმბიის უნივერსიტეტი – 1885
· კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი – 1804
· პენსილვანიის უნივერსიტეტი – 1740
· კემბრიჯის უნივერსიტეტი – 1391
· ოქსფორდის უნივერსიტეტი – 1307
· ნორსვესტერნ უნივერსიტეტი – 1286
· ნიუ-იორკის უნივერსიტეტი – 1603
აღსანიშნავია, რეიტინგების სათავეში მოხვედრილი ორივე უნივერსიტეტი – ბერკლი და სტენფორდი – სან-ფრანცისკოშია დაფუძნებული, რომელიც PitchBook-ის მიერ სტარტაპის დასაწყებად საუკეთესო ქალაქადაა დასახელებული. თავის მხრივ, სტენფორდის ალუმნია OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ოლტმენიც, რომელმაც სწავლა მიატოვა. იგივე უნივერსიტეტი დაამთავრა Robinhood-ის თანადამფუძნებელმა ვლადიმირ ტენევმა. ბერკლის კურსდამთავრებულებს შორის კი DoorDash-ის დამფუძნებელი და CEO – ტონი შუ – და Flexport-ის დამფუძნებელი და CEO რაიან პეტერსენი ხვდებიან.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ