რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ირიბად ოპოზიციას – რომან გოცირიძე

მთელმა ევროკავშირმა განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, რაც გინდა უძახეთ, გინდ ჩარევა უძახეთ, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს დასავლელი ლიდერი ან სახელმწიფო, რომელსაც ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სურს.
„ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მხარემ დაარღვია ყველა შეთანხმება, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით – ეს გაგვიჩერეს. მაკრონმა თქვა, რომ ჩვენ ველოდებით ს შემდეგ ახალ ცვლილებებსო, შარლ მიშელმა იგივე თქვა, ამერიკის კონგრესში იმავეს ამბობენ. დედამიწის ზურგზე არ არსებობს დასავლელი ლიდერი ან სახელმწიფო, ორბანიც კი არაფერს ამბობს, ორბანსაც კი რცხვენია, რომ არჩევნებში უნდოდეს ქართული ოცნების გამარჯვება“, – განაცხადა გოცირიძემ.
კითხვაზე, ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებები არის თუ არა ჩარევა ქართულ პოლიტიკაში, გოცირიძემ უპასუხა: „ირიბად ჩარევაა კი ბატონო, რა პრობლემაა. როდესაც ვენესუელაში არჩევნები იმართება, ამერიკას ვისი გამარჯვება უნდა?“ ხოლო წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, იმას, რომ ევროკავშირის ელჩი ირიბად მხარს უჭერს ოპოზიციას, რომან გოცირიძემ განაცხადა: „რა თქმა უნდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო-ში სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა