ხატია დეკანოიძე – ქუთაისის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომ ჩამოართვეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი – აქ ჩვენ გავიმარჯვეთ 2021 წლის არჩევნებში და კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს

ქუთაისის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომ ქალაქს ჩამოართვეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, რადგან ქუთაისი დასაჯა, ჩვენ გავიმარჯვეთ აქ 2021 წლის არჩევნებში და კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გია ჯაფარიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, 26 ოქტომბრის შემდეგ სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყება.
“მოგესალმებით ყველაზე ევროპული ქალაქიდან. ქუთაისი არის გამარჯვებული ქალაქი, ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ გავიმარჯვეთ ქუთაისში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ახლა კი, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს მოვიპოვებთ ყველაზე დიდ გამარჯვებას. 26 ოქტომბერს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.
ჩვენ დავიწყეთ კამპანია და დღეს ვართ ყველაზე ევროპულ ქალაქში, განათლების ქალაქში, გამორჩეულ ქალაქში, გამარჯვებულ ქალაქში, მართლაც ოპოზიციურ ქალაქში და ეს ქალაქი იმსახურებს ყველაფერ გამორჩეულს, იმაზე მეტს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ამ ქალაქისთვის. ქალაქი დაცლილია: ყველაზე მძიმე პრობლემა არის ემიგრაცია, გაზრდილი ფასები.
ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქუთაისს ჩამოართვეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ისე, რომ მან ქუთაისი დასაჯა იმისათვის, რომ აქ პარლამენტი აშენდა ზუსტად ჩვენი მმართველობის პირობებში.
ჩვენ დღეს გთავაზობთ, რომ თითოეულ პენსიონერს, თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება. ღირსეული ცხოვრება, რა თქმა უნდა, იქნება ისეთ საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი და რომელიც გვთავაზობს მშვიდობას, კეთილდღეობას, განვითარებას, ღირსეულ ცხოვრებას პენსიონერებისთვის.
ძალიან მალე, როცა გავიმარჯვებთ და, რა თქმა უნდა, გათავისუფლდება , ჩვენ დავიწყებთ სრულიად ახალი საქართველოს მშენებლობას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში.