დუმაში განიხილება რამდენიმე კანონპროექტი, რომელთა მიზანი არალეგალური მიგრანტებისათვის გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრებაა

რუსეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. სახელმწიფო სათათბიროში (დუმაში) განიხილება რამდენიმე კანონპროექტი, რომელთა მიზანი არალეგალური მიგრანტებისათვის გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრებაა.

მიგრაციის ანალიტიკოსების აღწერით, ძნელი წარმოსადგენია რუსეთის რომელიმე დიდი თუ პატარა ქალაქი შუააზიელი შრომითი მიგრანტების გარეშე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს რუსეთში 8 მლნ-ზე მეტი მიგრანტი იყო რეგისტრირებული, თუმცა სინამდვილეში არალეგალური მიგრანტების რაოდენობა ბევრად მეტია.

რუსეთის პარლამენტში შეტანილი ერთ-ერთი კანონპროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, დანაშაულის ჩადენისას, დამამძიმებელ გარემოებად აღიარებს. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ წერს, ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი ევგენი მარჩენკო, მოიცავს ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის I ნაწილში (“დამამძიმებელი გარემოებები”). დეპუტატის თქმით, სიახლე შეასრულებს „პრევენციული მექანიზმის როლს და ხელს შეუწყობს რუსეთში მყოფი უცხოელების უფრო პასუხისმგებლობიან ქცევას“.

„შემოთავაზებული კანონპროექტი არღვევს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის XIX მუხლში ჩამოყალიბებულ თანასწორობის პრინციპს, რომლის თანახმადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და რასისა, – ამბობს ანა გოლუბი, იურიდიული კომპანიის Criminal Defense Firm-ის თანამშრომელი, რომლის მიხედვითაც, ეს პრინციპი ასევე გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლში.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ, ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება