LG Electronics-მა მესამე კვარტალში საოპერაციო მოგება 21%-ით შეამცირა

სამომხმარებლო ელექტრონიკის სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა LG Electronics-მა , მესამე კვარტალში საოპერაციო მოგება 21%-ით შეამცირა დაახლოებით 751,1 მილიარდ ვონამდე ($558 მლნ), იტყობინება კომპანია თავის წინასწარ ანგარიშგებაში. ეს გამოწვეულია ლოჯისტიკისა და მარკეტინგული ხარჯების გაზრდით. კომპანიის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში კონტეინერების საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის საშუალო სატვირთო ტარიფი თითქმის 58%-ით გაიზრდება.
LG-ის შემოსავალი სავარაუდოდ გაიზრდება 11%-ით ივლის-სექტემბრის პერიოდში და მიაღწევს რეკორდულ 22,17 ტრილიონ ვონს. FactSet-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა საშუალოდ შეაფასეს კომპანიის მოგება 1.024 ტრილიონ ვონად, შემოსავალი ოდნავ ჩამოუვარდება მოლოდინს.
კომპანია საბოლოო ფინანსურ შედეგებს ამ თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.
interfax