$48.5 მილიონის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

სავალუტო აუქციონზე 48.5 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან 2.21 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.97 თეთრით. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.723 ლარია, ერთი ევროსი – 2.9909 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.08 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი – 3.03 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 217 200 000 დოლარი გაყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ