„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, ნუცუბიძის lll და IV პლატოს მოსახლეობასთან, ვაკის მაჟორიტარ -ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის გამგებელ – დავით კვინიკაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები.
მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ერთობლივი დისკუსიები გვეხმარება კარგად გავიგოთ მოსახლეობის მოთხოვნები და მოლოდინები, რომელიც უნდა გავამართლოთ. შეგახსენებთ, რომ ხუთ დღეში ა და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დაუშვებელია პასიურობა. ჩვენი თითოეული ხმა გადამწყვეტია ამ ბრძოლაში ღირსეული გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ზუკა რურუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ