კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას უკრაინის გარეშე არ დათანხმდება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას უკრაინის გარეშე არ დათანხმდება. ტელეკომპანია „სიბიესის“ ეთერში ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისას ხმის უფლება უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები წარმატებული ვერ იქნება, თუ მასში ოფიციალური კიევი მონაწილეობას არ მიიღებს. უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა. კამალა ჰარისმა მხოლოდ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მაშინ იმუშავებს, თუკი საქმე იქამდე მივა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?