მედია: გორის მერიის თანამშრომლები აღმოაჩინეს საარჩევნო უბნებზე

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიიდან საუბნო კომისიის წევრების სია გამოითხოვეს და აღმოაჩინეს, რომ უბნებზე მერიის თანამშრომლები არიან არჩეულები.

ეს ის ხალხია, რომლის ხელმძღვანელი 3 წლის განმავლობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იყო. ხინჩეგაშვილი ამჟამად ,,ქართული ოცნების” სიაში 49-ე ადგილს იკავებს და პარლამენტარობა სურს.

ასევე, როგორც “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს, საუბნო კომისიების შემადგენლობაში, მმართველმა გუნდმა ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის ნათესავებიც შეიყვანა.

ვახტან კარიჭაშვილი ,,გორიინის” მფლობელი და საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის ახლობელია. მისი ბიზნესი რუსეთთან არის დაკავშირებული.

ირმა ამბარდნიშვილის ცნობით, #1 და #2 უბნის კომისიებში დედა – შვილი ნინო და მარინა მეტრეველია; ერთ-ერთი უბნის კომისიის თავმჯდომარედ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ფიქრია გაგიშვილია.

#2 უბნის თავმჯდომარე საკრებულოს იურისტი ინგა ტარიელაშვილი. ირმა ამბარდნიშვილის ცნობით, ამავე კომისიის წევრია ,,ქართული ოცნების” სიის მეათე ნომრის გენო პეტრიაშვილის სიდედრი ლელა ბზიშვილი, რომელიც ასევე საკრებულოს თანამშრომელია.

ამავე კომისიაშია მერიის თანამშრომლის, გივიჩა ღვინიაშვილის მეუღლე მარინე ღვინიაშვილი, საკრებულოს თანამშრომელი ნანა ილურიძე, ლია ბზიშვილი, სპორტის აიპის მწვრთნელი ლაშა მოციქულაშვილი. ასევე აიპში დასაქმებული ხომასურიძე.

#6 უბანზე მერიის იურისტი ეკატერინე კაპანაძე, ამავდროულად მეთერთმეტე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი!!

#7 უბანზე თავმჯდომარეა ლელა მაისურაძე – მერიის კულტურის სამსახურის მაღალჩინოსანი. მერიის თანამშრომელია ირინე ყაზარაშვილი! ამავე კომისიაშია თამარ თამაზაშვილი – ოლქის ბუღალტრის ვაჟა მაღალდაძის მძახალი!

ამავე კომისისშია ლალი ვარდიშვი ლი გორის უნივერსიტეტიდან, – ხოლო მისი შვილი თინათინ პეტრიაშვილი სხვა უბანზე.

სოფიო ვარდიაშვილი საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მუშაობს, ხოლო მისი და ნაირა ვარდიაშვილი #11 უბანზე! დედა ირმა ბოლაშვილი ასევე მერიის თანრიგოსნები სხვა უბნებში! აქვეა მაკა გოგიჩაშვილი, ქმარი გორის უნივერსიტეტში, შვილი და რძალი – ს თანამშრომლები!

#7 უბანში მაკა წკრიალაშვილი კულტურის სასახლიდან! სპორტის აიპიდან – ელენე გიორგაძე

#9 უბნის თავმჯდომარეა ირმა პაპიძე – მისი შვილი მერიის თანამშრომელი.

#12 უბანში თავმჯდომარეა მარიამ ბუხრაძე, მისი და მზია ბუხრაძე! ხოლო #13 უბანზე დედა ნონა ბუხრაძე #2საბავშვო ბაღის გამგე.

აღნიშნული ინფორმაცია მოიპოვა ირმა ამბარდნიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ