„ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, გამოჩნდა ბანერები, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას. მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში

„ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, გამოჩნდა ბანერები, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას. მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მოუწოდებს სადამკვირვებლო მისიებს, რომ საკუთარ ანგარიშებში ასახონ ზიზღის კამპანია, რომელსაც წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა.
საუბარია შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერებზე, რომელიც დედაქალაქში გამოჩნდა.
„რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. გასაკვირი არაფერი არ არის. გამოჩნდა ბანერები პირდაპირ, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას. ჩვენ, რა თქმა უნდა მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში და მოახდინონ ამასთან დაკავშირებით რეაგირება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო