ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტი პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის და გარე გეგმაა – გარედან ხედავენ, რომ ამ ოპოზიციის იმედზე ვერ იქნებიან და ხელისუფლებაში მათი მოყვანის შანსი არ არის!

პრეზიდენტი პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის და გარე გეგმაა – გარედან ხედავენ, რომ ამ ოპოზიციის იმედზე ვერ იქნებიან და ხელისუფლებაში მათი მოყვანის შანსი არ არის! – ასე ეხმაურება დროებითი, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების ინიციატივას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი .
ქადაგიშვილი იმასაც აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობის ინიციატივა და მასთან დაკავშირებული პროცესი პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევის ფაქტია.
„პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას უხეშად არღვევს, რაც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ერთადერთი მიზეზია. ეს ხდება იმისთვის, რომ მოქმედი თუ შემდეგი პრეზიდენტი კონსტიტუციური სივრციდან არ გავიდეს და ათასგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა არ მოხდეს.
რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა. ოპოზიცია ხალხისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ეუბნებიან: – ნუ გეშინიათ, ამ ოპოზიციის მმართველობის ქვეშ არ მოგაქცევთ, პარლამენტი მხოლოდ ერთი წლით ავირჩიოთ და ისეთი მთავრობა არ მოვიყვანოთ, რომელიც თქვენი არჩეული იქნება და ჩემი დანიშნული იქნებაო.
პრეზიდენტი პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის – ეს არის გარე გეგმა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული