ყაზბეგში ორი მთამსვლელი გარდაიცვალა – შსს

ყაზბეგში, მყინვარწვერის გზაზე ორი მთამსვლელი დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გარდაცვლილები ს მოქალაქეები არიან. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა შეემთხვათ მათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.