„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა“ და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა“ და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც „იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე“ ქეთევან ქვარცხავამ განმარტა, შეხვედრაზე მოწვეულია ხუთი პოლიტიკური პარტია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო”, „გახარია საქართველოსთვის” და „ქართული ოცნება”.
მისი თქმით, საუბარი სამართლის უზენაესობას, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის უფლებას, სიტყვის თავისუფლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.
როგორც ქვარცხავამ განმარტა, ასევე საუბარი იქნება, როგორი ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებასა და ამაზე მუშაობაზე.
„დღევანდელ შეხვედრაზე „იურიდიული ფირმების ასოციაციამ” მოიწვია მოქმედი ადვოკატები, ასევე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, ხუთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო მათ რიგებში წამყვანი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ გვიპასუხონ შეკითხვებზე, რომლებიც ძირითადად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება“, – აღნიშნა ქვარცხავამ.