დონალდ ტრამპი – მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 7 ოქტომბრის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის “რესპუბლიკური” კანდიდატი, აცხადებს, რომ ამერიკელებმა არასდროს უნდა დაივიწყონ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები.
”ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ იმ დღის კოშმარს. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 7 ოქტომბრის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა სამხრეთ ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
მისი მტკიცებით, შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ანტისემიტიზმმა მოიცვა და ანტისემიტიზმი დაბრუნდა „დემოკრატიული პარტიის“ რიგებშიც.
”თითქმის ისეთივე შოკისმომგვრელი, როგორც თავად 7 ოქტომბერი, არის ანტისემიტიზმის აფეთქება, რომელიც ჩვენ ყველამ ვნახეთ მის კვალდაკვალ. ანტიებრაული სიძულვილი დაბრუნდა და განსაკუთრებით „დემოკრატიული პარტიის“ რიგებში. „რესპუბლიკური პარტია არ დაინფიცირებულა“ ამ საშინელი დაავადებით და არც დაინფიცირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.