კამალა ჰარისი – ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შევხდები

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“, აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება.
„არა, ორმხრივად, უკრაინის გარეშე არა. ს უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის საშუალება უკრაინის მომავალზე“, – განაცხადა ჰარისმა CBS-თან ინტერვიუში, როდესაც მას ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის გადაწყვეტის საკითხზე დიალოგისთვის.
ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება არ მიიღებენ მონაწილეობას ამ წარმატების ფორმირებაში.
ამასთან, ჰარისის მტკიცებით, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, „პუტინი სწორედ ახლა კიევში იჯდებოდა“.
”ის საუბრობს, ოჰ, მას შეუძლია დაასრულოს ომი პირველივე დღეს. იცით ეს რა არის? საუბარია კაპიტულაციაზე“, – აღნიშნა ჰარისმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი ურყევია. ვამაყობ უკრაინის გვერდით დგომით – გავაგრძელებ უკრაინის გვერდით დგომას“, – აღნიშნა ჰარისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც