თურქეთში ქალ მსაჯს 37 წლით უფროს მამაკაცთან სექსის გამო სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

თურქეთში 24 წლის ქალ არბიტრს ელიფ კარაარსლანს სექსის გამო სამუდამოდ აუკრძალეს მსაჯობა, – იტყობინება bursadabugun-ი.
საქმე ისაა, რომ კარაარსლანს თამაშის დასრულების შემდეგ სექსი ჰქონდა მატჩის 61 წლის ინსპექტორთან ორჰან ერდერიმთან. ვიდეო თავად ელიფმა გამოქვეყნა ინტერნეტში და სადისციპლინო კომიტეტის ექვსივე წევრმა მის სამუდამო დისკვალიფიკაციას დაუჭირა მხარი.
ერდერიმმა განაცხადა, რომ მსაჯებთან “რომანტიკული ურთიერთობა” კანონით აკრძალული არ არის და ისიც სამუდამო დისკვალიფიკაცით დასაჯეს, თუმცა ამაზე ნაკლებად დარდობს, რადგან ამბობს, რომ მისი კარიერა ისედაც დასასრულს მიუახლოვდა და უფრო მორალური ზიანი მიიღო.