Accor საქართველოში პორტფელს აფართოებს და “by Mercure”-ის ბრენდის მეორე სასტუმროს ხსნის

Accor -ი, საბურთალოს რაიონში სასტუმროსTbilisi Saburtalo Hotel by Mercure ხსნის. ეს თბილისში “by Mercure”-ის ბრენდის მეორე და საქართველოში Accor-ის ჯგუფის მე-7 სასტუმროა.
სასტუმროში 152 ორი კატეგორიის ნომერია: სტანდარტული და სუპერიორი. სასტუმროს ბარსა და რესტორანში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო კულინარია.
საქმიანი შეხვედრებისა და განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის სასტუმროში „თბილისი საბურთალო მეკურისგან” ორი მრავალფეროვანი შეხვედრების დარბაზია, რომელთაგან ყველაზე დიდის ფართობი 100 კვ.მ.-ია. საკონფერენციო სივრცეები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.