ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგური აშენდება

ყაზახებმა ქვეყანაში და მთლიანად ცენტრალურ აზიაში პირველი ატომური ელექტროსადგურის (აეს) მშენებლობას კვირას გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს.
პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა, რომელმაც თავისი პოზიცია რეფერენდუმზე დააფიქსირა, განაცხადა, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი ყაზახეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი. მას სურს, რომ აესი მსოფლიო კომპანიების კონსორციუმმა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით ააშენოს ატომური სადგური. სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტის მოსაპოვებლად ფრანგული, რუსული, ჩინური და სამხრეთ კორეული კომპანიები იბრძვიან.
ყაზახეთი, რომელიც ურანის მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორია, ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდის. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკაში შექმნილ რთულ ვითარებას რადიკალურად შეცვლის.
თუმცა, აეს–ის მშენებლობას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ესენი არიან ეკოლოგები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამბობენ, რომ სამომავლოდ სადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანას უზარმაზარი სახსრები დასჭირდება.
მოწინააღმდეგეები იმასაც ამბობენ, რომ აეს–ის მშენებლობის იდეა ყაზახეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ს ინტერესებიდან გამომდინარე განავითარეს.
gbc.ge

ასევე დაგაინტერესებთ