გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას! 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ბოკუჩავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გუნდის წევრებთან ერთად, მარნეულში, სოფელ აღმამედლოში იმყოფებოდა.
მან მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებები და არჩევნების შემდგომი ნაბიჯები გააცნო.
„გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას! 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე. მივდივართ ევროპისკენ, რადგან იქ არის მაღალი ხელფასები, მაღალი პენსიები, ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლება, ჩვენი მშობლებისთვის საუკეთესო ჯანდაცვა, ეს გვინდა ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ერთიანობით, 5 ნომრით, აუცილებლად მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას.
მიშამ ერთ-ერთ თავის სასამართლოზე თქვა, რომ რაღაც დაბნეულობას აქვს ადგილი, ხანდახან ცდილობენ გარკვეული დაბნეულობა შემოიტანონ, განსაკუთრებით რეგიონებში და ყველას გასაგონად თქვა, რომ მისი პარტია არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და 5 ნომერი. დიახ, იმარჯვებს ზუსტად 5 ნომერი, იმარჯვებს მარნეულში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ყველგან მთელ საქართველოში იმარჯვებს 5 ნომერი. 5 ნომერია სწორედ გამარჯვების ნომერი. 5 ნომერია ის, რომელიც დადებს გამარჯვებას და რომელიც არის მთავარი გასაღები ივანიშვილის მოსაშორებლად, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა სიღატაკე, გაჭირვება, უმუშევრობა, საერთაშორისო იზოლაცია, იძულებითი ემიგრაცია, როდესაც ივანიშვილი ამ ქვეყანას ჰპირდებოდა უამრავ სოციალურ სარგებელს, მაგრამ ნახეთ, რომ სარგებელი მან მხოლოდ თვისი ჯიბისთვის მოიტანა და არა ხალხისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრისთვის იქნება ეკონომიკა, რომელიც იმუშავებს ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის. ერთიანობით ვიმარჯვებთ, გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი, 26 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ დიდ გამარჯვებას და გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.