ხვიჩა ყალაბეგაშვილი: ამ ბრძოლაში, ემიგრანტები ჩემთვის სანიმუშოდ მოკაშკაშე ხალხია… მადლობა, ყველას

“ვუყურებ წინასაარჩევნო ამბებს. ყველა საღად მოაზროვნე, ყველა, ვისაც მცირედით მაინც შესტკივა გული ქვეყანაზე, მომავალ თაობაზე, ვიაზრებთ რომ ეს არჩევანი პოლიტიკური გემოვნების, ჩვენი ხედვების, ინტერესების, საჭიროებების ამბავი არ არის… რომ, ეს არჩევანი საკუთარ თავზე მაღლა დადგომის ა, რადიკალური კომპრომისით, გარდაუვალი ცვლილების აუცილებლობით…
და მაინც, გამორჩეულად დასაფასებელია ათწლეულები ქვეყანას მოწყვეტილი, ათას ჯოჯოხეთ გავლილი, ცხოვრება წართმეული, აქ დარჩენილი ოჯახებისთვის შეწირული ემიგრანტების ასეთი აქტივობა…
ხალხი, რომლებმაც თავი გადადეს, გამოტოვეს საკუთარი ცხოვრება, გამოტოვეს ცოლობა, ქმრობა, მშობლობა, ბებიობა, პაპობა, გამოტოვეს ყველაფერი, რაც ცხოვრებისგან უნდა მიეღოთ და ვერ მიიღეს იმის გამო, რომ საკუთარმა ქვეყანამ წაართვათ ეს შესაძლებლობა… ახლა ყველა ძალას, ყველა იმედს, ყველა დანაზოგს უყრიან თავს, რომ ქვეყანას დაუდგნენ გვერდით…
ალბათ მოვა დრო და ქვეყანა მოიცლის ბიდიში მოუხადოს ქართველ ემიგრანტებს და დევნილების; მადლობა გადაუხადოს, იმის გამო რომ მათ, ამ ჯოჯოხეთურ ყოფაში შეძლეს ქვეყნის სიყვარული…
ამ ბრძოლაში, ემიგრანტები ჩემთვის სანიმუშოდ მოკაშკაშე ხალხია…
მადლობა, ყველას ♥️
ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – წერს სოციალურ ქსელში გამომცემელი ხვიჩა ყალაბეგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით