დაუშვებელია სანქცირებული პირების ირიბი ჩართულობაც კი საარჩევნო პროცესებში – “ჩემი ხმა”

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” დაუშვებლად მიიჩვევს სპეცრაზმის ხელმძღვანელის, -ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) ჩართულობას საარჩევნო პროცესებში.
საუბარია -ს მიერ სპეციალურად სთვის შექმნილ ტერიტორიულ ჯგუფებზე, რომლებსაც დაევალათ საპარლამენტო არჩევნების “თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების” უზრუნველყოფა. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში შედის “სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი”. გდდ-ს ხელმძღვანელია სწორედ ზვიად ხარაზიშვილი.
“ვეხმაურებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები, რომელთა დაკომპლექტებაში მონაწილეობას აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”) მიიღებს. კოალიციას მიაჩნია, რომ დაუშვებელია ასეთი პირების არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი ჩართულობაც კი საარჩევნო პროცესებში”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ, კოალიციის სპიკერმა.
კვირის შემაჯამებელ ბრიფინგზე თოლორაია შეეხო სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც:
ანტიკორუფციული ბიურო
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ საკუთარი გადაწყვეტილების უკან წაღებას მან “სამოქალაქო სექტორის გამარჯვება” უწოდა. სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ უწყებას გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია მათი პრინციპულობის შემდეგ.
კოალიცია ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, “კონცენტრირდეს რეალურ პრობლემებზე და შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები”.
“როგორც გასულ წლებში, წელსაც აშკარაა სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და პროგრამებთან. პარტია “ქართული ოცნების” ათობით შემომწირველს, ამავე პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვებიდან და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან 1.2 მილიარდ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ასევე, კოალიციის წევრებმა მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ საეჭვო სქემით განხორციელებული 2 მილიონი ლარის შემოწირულება დააიდენტიფიცირეს”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ზეწოლა მედიაზე
“ჩემი ხმა” სოლიდარობას უცხადებს ტელევიზიებს – “მთავარ არხს”, “TV პირველსა” და “ფორმულას”, რომლებმაც უარი თქვეს “ქართული ოცნების” საარჩევნო რეკლამის განთავსებაზე. საუბარია ვიდეორგოლსა და ბანერებზე, რომლებითაც მმართველი პარტია ში მიმდინარე ომის ინსტრუმენტალიზებას ახდენს – ამომრჩეველს მშვიდობას ჰპირდება, ალტერნატივად კი უკრაინაში მიმდინარე ომის მსგავს სცენარს წარმოადგენს, თითქოს “ქართული ოპოზიციის” ან უკრაინის სურვილი იყოს რუსული ბომბები.
“ჩემი ხმა” მედიაზე ზეწოლად აფასებს ტელევიზიების იძულებას, საკუთარ ეთერში განათავსონ აღნიშნული ვიდეორგოლები, და “მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს არაეთიკური და უღირსი წინასაარჩევნო კამპანია”.
დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ
კოალიცია ეხმაურება -ს დადგენილებას, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს საზღვარგარეთ მყოფ დევნილებს. ლონდა თოლორაიას განცხადებით, მოწოდებებისა და ემიგრანტების მოთხოვნის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხი იყო.
“ჩემი ხმა” მოუწოდებს ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოიჩინონ შესაბამისი პოლიტიკური ნება და გახსნას დამატებითი უბნები საზღვარგარეთ.
“ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო. კოალიცია მიიჩნევს, რომ ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა იმ ქალაქებში, სადაც მაღალია ქართველი ემიგრანტების რაოდენობა. დღეს საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა. მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, გამოიყენონ დღევანდელი დღე და დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან გაიარონ საარჩევნო რეგისტრაცია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანზე/საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
სასამართლო დავები
ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, კოალიცია ახორციელებს იმ სასამართლო სხდომების მონიტორინგს, რომლებიც საარჩევნო საკითხებს ეხება.
“ამ ეტაპზე საარჩევნო საკითხებზე მიღებულია 27 სასამართლო გადაწყვეტილება. არც ერთი საქმე არ გადაწყვეტილა მომჩივანი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. მოვუწოდებთ სასამართლოს, გადაწყვეტილებები მიიღოს სამართლის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად და არა მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლოდ”, – განაცხადა თოლორაიამ.
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
მონიტორინგის შედეგად, კოალიციამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის პარლამენტის წევრობის კანდიდატები რეგიონებში რეგულარულად იყენებენ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს აგიტაციისთვის. თოლორაიას თქმით, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ასპინძაში, ხელვაჩაურში, გარდაბანში, რუსთავში, ხულოში, ონში.
“კანონის დარღვევაა გარე რეკლამების მონოპოლისტის, “ალმა პლიუსის” მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” წინასაარჩევნო ბანერის განთავსებაზე უარის თქმა. აგრეთვე კანონდარღვევაა „ტვ იმედის“ მიერ კოალიციის “ძლიერი საქართველოსთვის” წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარი”, – ამბობს თოლორაია.
დამკვირვებლები
“შენი ხმა” აგრძელებს დამკვირვებლების რეგისტრაციას. ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, 7 ოქტომბრის მონაცემებით მისიაში მონაწილეობის სურვილი 2250-მა მოხალისე დამკვირვებელმა გამოთქვა. არჩევნებამდე მათ გადაამზადებენ პროფესიონალი ტრენერები.
“მოხარულები ვართ, რომ არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოხატა კულტურის სფეროს ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა. კვლავ ვაგრძელებთ დამკვირვებელთა რეგისტრაციას. მეტი დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე ნიშნავს მეტ დაცულ ხმას. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ დამკვირვებლად: myvote.ge-ს საშუალებით”, – აცხადებენ კოალიციაში.
მარში
სამოქალაქო ორგანიზაციებმა 20 ოქტომბერს დააანონსეს მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. მსვლელობა თბილისში გაიმართება, მაგრამ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ორგანიზაციები მოუწოდებენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ მარშს ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად.