პრემიერი: პირველ გემებს ანაკლიის პორტი 2029 წლისთვის მიიღებს

პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს 2029 წლისთვის , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტის მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში, 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

„ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2029 წელს. პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს 2029 წლისთვის. 600 000 კონტეინერი წელიწადში, ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზრდისთვის, ეს რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პროექტია“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით