ოპოზიცია აბსოლუტურად არათანმიმდევრულია – მათი მიზანია, რაღაც ინიციატივაზე იყვირონ, რომ რუსულია – ირაკლი ქადაგიშვილი

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვას, პარლამენტი რამდენიმე დღეში დაიწყებს. პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებზე თანხის გაცემა აეკრძალებათ.
ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა. კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების” წევრები არიან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკითხების მიმართ არათანმიმდევრულია და მათი მიზანია, უმრავლესობის ინიციატივებს რუსული უწოდონ.
“კარგი იქნება, როდესაც რაღაცას აპროტესტებენ ხოლმე ოპოზიციაში, არქივში მოვიძიოთ, ცოტა ხნის წინ რას ითხოვდნენ ხოლმე და დავინახავთ, რომ, სულ ცოტა ხნის წინ, ითხოვდნენ, რომ კომპანიებს არ ჰქონდეთ დაფინანსების საშუალება, რადგან ისინი ტენდერში მოიგებენ და მოხდება მათ მიერ დაფინანსება “ქართული ოცნებისა” და ა.შ. ამიტომ, აქაც, ოპოზიცია არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული. მაგიტომ ვამბობ, რომ მათი მიზანია, რომ რაღაცა ინიციატივაზე იყვირონ, რომ ეს არის რუსული,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ცვლილება დეოლიგარქიზაციის საკითხის ფორმატში ხდება.
“ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია ევროკომისიასთან, დასავლელ პარტნიორებთან და ამ დეოლიგარქიზაციის საკითხის ფორმატში ხდება ზუსტად ის ცვლილება, რომელიც არის პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით იურიდიული პირების მხრიდან, რომ არ მოხდეს დაფინანსება. ეს შემადგენელი ნაწილია დეოლიგარქიზაციის საკითხის, რაც გავლილია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ამიტომ, ამის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს იმას, რომ მიდიხარ ევროინტეგრაციის წინააღმდეგ,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს

რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა „ნაცმოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე დაფინანსება გამოუყო – ჩვენთვის ვიცოდეთ, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა

ევროპის რადიკალი პოლიტიკური ძალები და ბიუროკრატები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს