ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მეორე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა.
“ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ქალაქის საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების აქტიური მოსწავლეებითა და სტუდენტებით არის წარმოდგენილი. საბჭოს 30-ვე წევრი კონკურსის წესით იქნა შერჩეული.
საბჭოს მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
პირველ სხდომაზე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ვახო აბაშიშვილი იქნა არჩეული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით