ბენიამინ ნეთანიაჰუ – ეს არის ომი ჩვენი არსებობისთვის, „ომი აღორძინებისთვის“ , ჩვენ რეგიონში უსაფრთხოების რეალობას ვცვლით – ომს დავასრულებთ, როდესაც ყველა მიზანს მივაღწევთ

რეგიონში უსაფრთხოების რეალობას ვცვლით, რათა ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდეს, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს არის ომი ჩვენი არსებობისთვის, „ომი აღორძინებისთვის“.
„სწორედ ასე მინდა ოფიციალურად ამ ომს ვუწოდო. ჩვენ რეგიონში უსაფრთხოების რეალობას ვცვლით, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, რათა ის, რაც შვიდ ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდეს. აღარასოდეს განმეორდეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთი წლის წინ, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ირანის ბოროტების ღერძის შემადგენლობაში მყოფი ჩვენი მტრების წინააღმდეგ კონტრშეტევა ჩვენი მომავლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ომს დავასრულებთ, როდესაც ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.ა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით