აშშ-დან ავტომობილების იმპორტის ვადა და ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზრდება – ალექსი ნონიაძე

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის განცხადებით, -ის პორტების თანამშრომლების გაფიცვის გამო, ავტომობილის ჩამოყვანის ვადასთან ერთად ფასებიც გაიზრდება.
როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნა, რამდენიმე კომპანია ტარიფების გადახედვაზე უკვე საუბრობს.
“ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურის საზღვაო პორტების თანამშრომლების გაფიცვამ, რომელიც 3 დღე გაგრძელდა, საკმაოდ სერიოზული შედეგები მოგვცა. ამერიკის 6 დიდი პორტიდან გაფიცვის პერიოდში, ფაქტობრივად, 4 დაკეტილი იყო, რის გამოც აშშ დღეში მინიმუმ 1 მლრდ. დოლარს კარგავდა.
დაგროვილი ტვირთის მოწესრიგებას და გემებზე დატვირთვას, ჩვენი მიმართულებით, დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება. საქართველოში დაახლოებით, 80%-მდეა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა. შესაბამისად, ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატებია.
სანამ გაფიცვა დაიწყებოდა, ასოციაციაში შემოვიდა ინფორმაცია, რომ საზღვაო ხაზებიც, საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით გაძვირებას აპირებდა. ჩვენთვის არასასურველად დაემთხვა ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს”, – აცხადებს ნონიაძე.
bp.ge