ევროპარლამენტში მომზადებულ ერთ-ერთ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებაა

9 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციას მიიღებენ. რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 რეზოლუციიდან – ზეგ, 10 ოქტომბერს 1 ვერსიას მიიღებენ.
რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომლის ინიციატორებიც, მათ შორის არიან პოლონელი ევროპარლამენტარი მალგოჟეტა გოშევსკა და ლატვიელი რიჰარდ კოლსი, ს სანქცირებაზეა საუბარი.
კერძოდ, მოწოდებაა საბჭოსა და EU-ის დემოკრატიული პარტნიორებისადმი, განიხილონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ “საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებასა და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო”.